07:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:38:44, 1993 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა დონა ბრაზილმა განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

მისი თქმით, ჰაკერებს სავარაუდოდ გარკვეული დოკუმენტები ჩაუვარდათ ხელში. დემოკრატები სერვერის გატეხვაში კვლავ რუსეთს ადანაშაულებენ.

"დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტი კვლავ რუსეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერების უკანონო კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ისინი ცდილობენ დემოკრატიული პარტია და პროგრესული ჯგუფები დააზარალონ და საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა იქონიონ", - განაცხადა ბრაზილმა.

ბრაზილის განმარტებით, ჰაკერების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სარგებელს რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იღებს.

Reuters-ის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის სერვერზე კიბერშეტევაზე სავარაუდოდ რუმინელმა  ჰაკერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომელიც Guccifer 2.0-ის სახელით მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics