14:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:26:35, 394 ნახვა

საზოგადოება
თემაზე „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ეკომიგრაცია: “დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” გაიმართა. 

შეხვედრის თემა „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ იყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული, სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შერჩევისა და განსახლების კრიტერიუმების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცნობა, რათა მათი დახმარებით მოხდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის.

გარდა ამისა, განიხილეს ახალი რეგულაციები სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.

შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების მიზანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კორდინირებული მუშაობის ხელშეწყობაა და ეს თანამშრომლობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics