2016-08-05 12:34:27, 1886 ნახვა
მსოფლიო
აშშ თურქეთისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების თურქი იმამის ფეთჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემას არ აპირებს.
THE WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, აშშ და თურქეთი გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გუშინ გასცა.
ANADOLU-ს ცნობით, თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს - ფეთჰულა გიულენს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშულებს.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გიულენის მხარდამჭერად დასავლურ პოლიტიკურ სამყაროს ასახელებს და მას ტერორიზმის ხელშემწყობს უწოდებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან