19:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:13:26, 869 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზის ინვენტარიზაცია დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობას სექტემბრიდან ახალ მონაცემთა ბაზას შესთავაზებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მონაცემთა ბაზა ჩაშვებულია სატესტო რეჟიმში. პარალელურად დაწყებულია უკვე არსებული მონაცემების ინვენტარიზაცია და ახალი ბაზის შევსება.

პირადი მონაცემების დაზუსტების მიზნით, დასაქმების აგანტები ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკავშირდებიან.

ახალი მონაცემთა ბაზა კიდევ უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქმიანობას.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, დასაქმების სააგენტოს ერთიან ბაზაში 1982 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს შუამდგომლობით 887 მოქალაქე დასაქმდა.

სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო დაარსების დღიდან მოქალაქეებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში უწევს საშუამავლო საქმიანობას. დღეისათვის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 20 665 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული, საიდანაც სააგენტოს შუამავლობით 11 071 ბენეფიციარი უკვე დასაქმდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics