2016-07-23 15:57:05, 1667 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში აფეთქების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა
ალეპოში აფეთქების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, გარდაცვლილები სირიელი სამხედროები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჯერ კიდევ ხუთშაბათს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი არ იყო.
ოპოზიციურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება "ტუვარ აშ-შამმა" აფეთქებაზე პასუხისმეგბლობა აიღო.
როგორც BBC წერს, დაჯგუფებამ აფეთქების ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ფეთქდება ალეპოში საგზაო პოლიციის შენობა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ალეპო 2 ნაწილად არის დაყოფილი. ერთ ნაწილი ოფიციალურ დამასკოს ექვემდებარება, მეორე კი მის ოპოზიციას. ალეპო სირიაში, სიდიდით მეორე ქალაქია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან