2016-07-16 04:51:08, 1698 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრემიერ-მინისტრი: ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ილდირიმის თქმით, ანკარას თავზე ფრენა შეჩერებულია.
როგორც მედია საშუალება იუწყება, უახლოს საათებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან