00:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 13:49:45, 1231 ნახვა

მსოფლიო
“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიის 12% დაკარგა

2016 წლის დასაწყისიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიის 12% დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Regnum-ი კომპანია IHS-ის კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 13 ათასი კვადრატული კილომეტრით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, ამჟამად დაჯგუფება ერაყის მთლიანი ფართობის 45 %, ხოლო სირიაში ტერიტორიის 20%-მდე აკონტროლებს.

ამავე კვლევის მიხედვით, “ისლამური სახელმწიფოს” შემოსავალიც მცირდება. თუ 2015 წლის შუა პერიოდში დაჯგუფების წევრები თვეში 80 მილიონს იღებდნენ, უკვე 2016 წლის მარტში მათ  56 მილიონის მობილიზება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიეირიშებს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წევრები აგრძელებენ. სირიის ჩრდილოეთ ნაწილის დაბომბვის ამსახველი კადრები 10 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ამავე დღეს ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლება დაიკავეს ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე ავიაბაზა, რომელსაც მანამდე "ისლამური სახელწმიფო" აკონტროლებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics