00:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 13:17:06, 1292 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში, სავაჭრო ცენტრის დანგრევის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, სავაჭრო ცენტრის დანგრევის დროს სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ მირუთში მუშებმა მრავალსართულიანი შენობის დანგრევა ისე დაიწყეს, რომ იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია არ მოუხდენიათ.

როგორც BBC წერს, მაშველები ამჟამად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

ადგილობრივი მედია საშუალებების იფნორმაციით, მომხდარის გამო ქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, შენობა უკანონოდ იყო აშენებული და დანგრევას ექვემდებარებოდა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ არ განხორციელდა შენობაში მყოფი ადამიანების წინასწარი ევაკუაცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics