03:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:19:39, 942 ნახვა

კომენტარი
გიორგაძე ტერორიზმის საფრთხეზე: ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის საფრთხეები, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებობს, გარკვეულწილად საქართველოსაც ეხება.

თუმცა, როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ამ პრობლემის ეპიცენტრში არაა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს:

 „ჩვენ არ ვცხოვრობთ სრულიად სხვა პლანეტაზე და ბუნებრივია, ის საფრთხეები, რა საფრთხეებიც დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით არსებობს, არ შეიძლება, რომ ჩვენ გარკვეულწილად არ გვეხებოდეს.ფაქტია, რომ ჩვენ ამ პრობლემის ეპიცენტრში არ ვართ.სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. განსაკუთრებულ რეჟიმზეა აყვანილი სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები, იგივე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი რისკები შევამციროთ“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics