07:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 15:43:07, 700 ნახვა

სამხედრო
თსუ-ს სტუდენტებმა 24 საათი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა 24 საათი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მეტი ინფორმაცია გაეგოთ ქართული არმიის შესახებ, გაევლოთ ფიზიკური და სამედიცინო კურსი და მონაწილეობა მიეღოთ იმიტაციურ ბრძოლაში.

მომავალი ჟურნალისტებისთვის სპეციალური პროგრამა სკოლის ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველომ, ნატოს მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთობლივად შეიმუშავეს. კურსის განმავლობაში სტუდენტებს ინსტრუქტორები ინდივიდუალურად უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ საბრძოლო ვითარების დროს ისე, რომ არ დაზარალდნენ და არ დააზიანონ სამხედროების ინტერესები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე ერთი წელია, შესაძლებლობას აძლევს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს თავდაცვის ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და ინსტრუქტორების დახმარებით მიიღონ ცოდნა სამხედრო ჟურნალისტიკის მიმართულებით, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და უფრო ახლოს გაიცნონ ქართული ჯარის ცხოვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics