23:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 14:59:05, 601 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე „საქართველოს შეიარაღებული ძალების“ თემაზე მოწყობილ გამოფენას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალების“ თემაზე მოწყობილ გამოფენას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის, სახალხო გვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფოტოები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

უწყების ინფორმაციით, გამოფენის შემდეგ თსუ-ის ისტორიის დოქტორანტის დიმიტრი სილაგაძის საჯარო ლექცია და მის მიერვე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.

გამოფენა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics