10:21 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 21:42:34, 757 ნახვა

სამართალი
კვირიკაშვილი რუსთავი 2-ზე: ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა

"ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2-ის" შესახებ დასმულ შეკითხვას.

”ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა და ამ გზით რაიმე სახის გამარჯვების მიღწევა, რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანები ქვეყანაში მაინც გრძნობენ განსხვავებას და არსებობს სხვა საშუალებები, გარდა ”რუსთავი 2”-ისა, რომ შენს მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდო. ამიტომ მე მგონია, რომ თუ დაუშვათ იქ, რაიმე ცვლილება მოხდება, გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი ექნება სამთავრობო პარტიისთვის, განსაკუთრებით არჩევნებისთვის, რადგან ეს ათას ადამიანს მისცემს საშუალებას სპეკულირება მოხდინოს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა, და თან დაამატა, რომ დასწრება შეიძლება, ”რაც სხვათა შორის, ადრე არ იყო ”.

”საშუალება არის, რომ გაიგონ რა ხდება, მათ შორის, უცხოელებმაც. ჩვენ საკუთარების დავაში ჩარევა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად მოხერხდეს. მართლა ძალიან გულით მინდა, რომ მათ გააგრძელონ, როგორც აკეთებენ. როგორ უნდა გინდოდეს ის, რომ ადამიანი არაობიექტურობას უყურებდე, მაგრამ კიდევ ვამბობ, მიუხედავად იმის, რომ ხანდახან ძალიან მტკივა გული, გაცილებით უფრო დიდი ზიანი იქნება იქედან, თუ მოხდება ამის ცვლილება. მე ეს კარგად მესმის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics