10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:57:03, 720 ნახვა

სამართალი
ეკა გიგაური: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, მისი ორგანიზაცია კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ერთად განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კონკრეტული უფლებამოსულებების მოცილებას, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება, მოსამართლეების დანიშნა-დაწინაურებას.

"ჩვენ დღეს ზუსტად იმისთვის ვიკრიბებით, რომ მათი პოზიციები გავიგოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ცხადია ეს არის მიუღებელი. ჩვენი ორგანიზაცია კოალიციასთან ერთად განიხილავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კონკრეტული უფლებამოსილებების მოცილებას. განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება, მოსამართლეთა დანიშნვა-დაწინაურებას. ვხედავთ, რომ ის კანონმდებლომა, რომელიც არსებობს და ის წესები, რაც არსებობს, არის მიუღებელი. ჩვენ იმ მოცემულობის წინაშე ვდგავართ, როდესაც სასამართლო სისტემაში რჩებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც არ შეიძლება აღასრულონ მართლმსაჯულება. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ნამდვილი რეფორმა საჭიროებს ამ სახით", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, "საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს წარუდგენს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics