2026-03-18 20:56:42, 2838 ნახვა
მსოფლიო
Reuters: ჯეი დი ვენსი ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.
როგორც სააგენტო წერს, ჯეი დეი ვენსი უნგრეთში ჩავა, რათა ქვეყანაში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ვენსის უნგრეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია და შესაძლოა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმები შეიცვალოს და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო მისი ვაშინგტონში ყოფნა გახდეს აუცილებელი.
როგორც ცნობილია, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი. თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების წინ საჯაროდ დაუჭირა მხარი ვიქტორ ორბანს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,