22:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 22:08:02, 600 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავი 2: ვეთანხმებით პრემიერის პოზიციას, ვაცხადებთ მზაობას, ეთერი გაიხსნას დისკუსიისთვის

სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია რუსთავი 2 აცხადებს, რომ მზად არიან ეთერი გახსნან დისკუსიისთვის, მათ მიერ შერჩეული "ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით."

"პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის შემდეგ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საზოგადოებაში დებატების, ჯანსაღი დისკუსიის არსებობის აუცილებლობაზე - ჩვენი არხი აცხადებს, რომ სრულად ვეთანხმებით პრემიერის პოზიციას და ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ეთერი გაიხსნას დისკუსიისათვის ჩვენ მიერ შერჩეული ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით, რასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას." - წერია რუსთავი 2-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics