12:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 20:34:02, 10564 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი ელისაშვილის საქმესაც ელჩებს უკავშირებს და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის დაკავების საქმეზე ელჩებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ძალადობას ისინი ახალისებენ.

"რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დამნაშავეები არიან ის ევრობიუროკრატები და ის ელჩები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას საქართველოში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ბატონი ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია. არის სამი სახის აგენტი: სასარგებლო იდიოტი, აგენტი, რომელიც ფულს იღებს და აგენტი, რომელზეც კომპრომატები გააჩნიათ. ელისაშვილი არა მგონია, რომ სასარგებლო იდიოტი იყოს. საინტერესოა, დანარჩენი ორი ოფციიდან რომელმა აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა, რა ნაბიჯიც მან გადადგა. ბატონი ელისაშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ამ ევრობიუროკრატების გათვალისწინებით, იგი იმყოფებოდა გარეთ. რაც დღეს მოხდა, მას იმედი ჰქონდა, რომ რაც დღეს მოხდა, ვერავინ ვერ წაასწრებდა, თუმცა სამართალდამცავებმა იმოქმედეს მაღალი პროფესიონალიზმით და, რა თქმა უნდა, აღკვეთეს ის (პოლიტიკურად რომ შევაფასო) ტერორისტული აქტი, რომელსაც ის გეგმავდა"- ამბობს მაჭავარიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. უწყების კადრებში ჩანს, რომ ის ნაცემია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics