11:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-24 15:03:26, 867 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილის სასამართლო დავაზე: მიმდინარეობს ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი

ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, - განაცხადა კახა კალაძემ ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესზე საუბრისას, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება.

„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვას: „იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დასანქცირებულია“, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია, რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics