2016-03-25 15:53:01, 773 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 23 მარტს, პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 14564,35 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლი მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 14564,35 ლარის ოდენობით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან