|
2025-10-01 12:05:41, 1509 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე 13-წლიანი მმართველობის მიღწევებზე - გვაქვს მშვიდობა
„13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო - საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული. „ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე. დანის პირზე მოგვიწია სიარული - უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა - ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)