2016-03-21 10:42:16, 680 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული თენგიზ ა. თბილისში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 14,4389 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს”, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან