11:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 10:43:45, 1040 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ბევრია ისეთი, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს

რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და ისინი, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“, - განაცხადა მან რადიო „სპუტნიკის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics