23:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 13:20:20, 632 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი დასავლეთის სანქციების სიმძიმეს 2026 წლის ზაფხულიდან იგრძნობს

რუსეთი დასავლეთის სანქციების სიმძიმეს 2026 წლის ზაფხულიდან იგრძნობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„2026 წლის ივნისში - ყველას გვაქვს იმედი, რომ უკვე ომი აღარ იქნება. მაგრამ ამავდროულად, გვესმის, რომ რუსები სანქციების ეკონომიკურ გავლენას იგრძნობენ, უკვე დაწესებული სანქციებიდან. გვჯერა, რომ 2026 წლის ზაფხულიდან მათი ეკონომიკა ამას ძლიერად იგრძნობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.

„ჩვენ აშშ-სგან სანქციებს ველით. ევროპამ ეს უკვე გააკეთა სანქციების მე-17 პაკეტით. ახლა მე-18 პაკეტის დეტალებს პირადად განვიხილავთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიო კოშტასთან. ის შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. თუ ერთ-ერთი ლიდერი არ დაბლოკავს, შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე: თეთრ სახლს ის უფრო მეტად აღიზიანებს თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ პუტინი.

„ვფიქრობ, პუტინი. იმიტომ, რომ შეიძლება მე ზოგჯერ უსიამოვნო რაღაც ვთქვა, მაგრამ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. პუტინმა შეიძლება ზოგჯერ სასიამოვნო რამ თქვას, მაგრამ ტყუილი. ვფიქრობ, თეთრი სახლი ხვდება, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს რაიმეს ისე დასრულება, როგორც ეს თეთრ სახლში სურთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics