09:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 14:24:12, 816 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - კონფლიქტის მოგვარების მემორანდუმზე ვმუშაობთ და შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ მას უკრაინელებს გადავცემთ

რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობს და მოსკოვი, ნებისმიერ შემთხვევაში, კიევს თავის წინადადებებს წარუდგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დიახ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. დიახ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მათ ეს დაადასტურეს, ეს უკვე დადებითი მოვლენაა. მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. არ ვიცი მეორე მხარის შესახებ, მაგრამ ჩვენი სამუშაო უკვე მოწინავე ეტაპზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ ამ მემორანდუმს უკრაინელებს გადავცემთ და ველით, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მუშაობის ყოველი დღის განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო რწმუნდება რუსეთის საქმის სამართლიანობაში.

„უკრაინის მიმართულებით ყოველი დღით მუშაობისას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია", - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics