15:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 12:52:45, 699 ნახვა

სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ. და 1991 წელს დაბადებული გ.ხ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ტრამადოლი“, „ლირიკა“, „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics