09:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 22:30:42, 676 ნახვა

სამართალი
სესიაშვილი: ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ

"ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ" - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. 

უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებები ყველა საშუალებას გამოიყენებენ აღნიშნულ ფაქტის გამოძიებისთვის და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. მისი თქმით, ყველაზე მეტად ეს არ აწყობს და აზიანებს ხელისუფლებას. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ხელისუფლების, კერძოდ, პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. 

"საღად ვინც აზროვნებს, კარგად ხვდება, რომ თუ ვინმეს დღეს ასეთი მარაზმი არ აწყობს და აზიანებს, ეს არის ხელისუფლება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის მიმართული პირადად, პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა სესიაშვილმა. 

სესიაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს კადრების გავრცელებაში ხელისუფლების ჩარევას და ასევე კატეგორიულად გამორიცხავს კადრების ახალი ხელისუფლების პირობებში ჩაწერას.

"სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები ამოიღეს სამიზნედ და მე დღეს თავისუფალი დემოკრატი ვარ, იმიტომ რომ მეც ისევე დავზიანდი, როგორც თითოეული მათგანი და ვისაც გონია, რომ ხელისუფლებაა ამაში ჩარეული, ეს არის წმინდა პოლიტიკური სიბეცე. ეს ჩანაწერები ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics