01:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 22:01:12, 873 ნახვა

სამართალი
გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიური საბჭოს წევრებს ორშაბათს შეხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ აპირებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრის განცხადება და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა შესაბამისი იურიდიული პროცედურის დაცვით განხორციელდა აკადემიური საბჭოს მიერ. მიმაჩნია, რომ კონსულტაცია გავიარო იმ ადამიანებთან რომლებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი და მხარი დამიჭირეს, როგორც კანცლერობის კანდიდატს. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებთანაც გავივლი კონსულტაციას და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას."

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნა ურჩია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics