06:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 19:44:18, 464 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში, გზის გაწმენდით სამუშაოებში დასახმარებლად „თეგეტა ჰოლდინგი“ მძიმე ტექნიკას აგზავნის

 „თეგეტა ჰოლდინგი“  დასავლეთ საქართველოში, გზის გაწმენდით სამუშაოებში დასახმარებლად   მძიმე ტექნიკას აგზავნის.

კომპანიის ინფორმაციით, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეუკვეთეს მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცემენ.

 

„ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.

გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics