|
2016-03-09 12:39:16, 629 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძემ დეპუტატებს საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო. კალაძემ აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაზე მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება და 2012 წოლიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურაზე ისაუბრა: “ეს იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამოდენიმე ფრონტზე ახორციელებდა გარკვეულ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყანაში ბუნებრივი აირის უზრუნველყოფა. ის მოთხოვნა, რაც არის დღეს საქართველოში, ყოფილიყო დაკამყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება კომპანია „სოკართან“, ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან და და ეს მისასალმებელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს თანამშრომლებს, განსაკუთრებით, ქალბატონ მარიამ დვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში, რომელიც არ იყო ადვილი მოლაპარაკებები. ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მინდა ვისაუბრო ბუნებრივი აირის მოხმარების სტრუქტურაზე 2012 წლიდან. მაგალითად, 2012 წელს ქვეყნაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო მილიარდ 969, 2015 წელს გვაქვს 2 მლრდ 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება. აქედან, კომერციულია დაახლოებით, მილიარდ 76, მოსახლეობა მოიხმარს 753 მილიონ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები- 650 მილიონ კუბურ მეტრს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე განმარტებით, საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდების სამი საშუალება აქვს. ესაა: კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით, შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და „გაზპრომი“, ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი: „მომწოდებლებს რაც შეეხება, ჩვენ ვამაყობთ და მისასალმებელია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძირითადი მომწოდებლი 90%-ის არის აზერბაიჯანი. ის პრობლემა, რომ დამატებითი მოცულობების მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა არ იყო იმ მილსადენის საშუალებით, რომელიც არის კომპანია „სოკარის“ საკუთრება, ე.წ. ყაზახის მილსადენი, დღეს ერთობლივი მუშაობით ეს პრობლემა არის მოგვარებული და ჩვენ მომავალი წლების განამვლობაში, გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი „შაჰდენიზის“ მილსადენიდან. ანუ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრიივი აირი „სოკარის“ მილსადენით, „შაჰდენიზის“ მილსადენით და ასევე იმ ტრანზიტით გატარებული მოცულობებისა, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ ვიღებთ 10% მოცულობის გაზსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)