2025-02-14 16:29:41, 435 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად სცნო - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ნონა ქურდავანიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს არის სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
,,არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ" - წერს ქურდავანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 34-ე დღეა შიმშილობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,