2025-02-13 15:22:34, 365 ნახვა
სამართალი
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პროცესს გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ერთი მოწმე - პოლიციელი გაიოზ ეფრემიძე ჰყავს წარმოდგენილი.
სასამართლო პროცესს
გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,