00:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 15:07:26, 421 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოთხოვნით ბათუმში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - ამ ლოზუნგით ბათუმის პროკურატურასთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები ამაღლობელისთვის წარდგენილი 333-ე მუხლის გადაკვალიფიცირებას და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის დაკავება უკანონოდ მოხდა,

„პროკურატურას ვთხოვთ, უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ის 27 -ე დღეა შიმშილობს, ბოლო ცნობებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. პროკურატურას შეუძლია და ვალდებულია შეასრულო თავისი პირდაპირი ვალდებულება და მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ამ ქვეყანას სჭირდება გამართული ინსტიტუციები“, - განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 25-ე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics