2025-02-03 20:56:42, 473 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. აქრივისტები, უნივერსიტეტის ლექტორის, მამუკა კომახიასა და სტუდენტ ნიკოლოზ კუტუბიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
"უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეს"; "არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა"; "ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები, საპროტესტო აქციებზე, დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და "ქართული ოცნებისგან" მათთვის ციხის კარის გაღებას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,