17:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 18:06:38, 609 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს - ვიდეო

გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ, ახლა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს, ხოლო გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, მიმართავენ, რომ სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს.

ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიების და გამოცემების ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მზია ამაღლობელი დაკავებიდან დღიდან შიმშილობს, და მისი შიმშილობის მე-16 დღეა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics