15:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 17:24:00, 664 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, რომ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, დრონით გადაღებული ვიდეოკადრები უკრაინის 110-ე ბრიგადამ გაავრცელა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეატყობინებს.

„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“,- აცხადებს ლუბინეცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics