|
2016-02-29 15:39:39, 603 ნახვა
სამართალი
აბაშიშვილი: პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიონ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე უმოკლეს ვადებში გამოიძიონ. აბაშიშივილის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკითხი, ვინაიდან ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენად არის თითოეული მოქალაქე დაცული ამ ქვეყანაში. „მნიშვნელოვანია, რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე იქნას უმოკლეს ვადებში გამოძიებული. ეს არის პრინციპული საკითხი, ვინაიდან, აქ ხაზი რეალურად გადის რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქე დაცული. რამდენადაც სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული, რამდენადაც სწრაფად იქნებიან დამნაშავეები ნაპოვნი და დასჯილი, იმდენად თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო მეტი რწმენა ექნება ამ სახელმწიფოში დაცულობის. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ბუნებრივია კითხის ნიშანი და დაუცველობის შეგრძნება ღრმავდება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)