17:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 18:29:05, 556 ნახვა

სამართალი
ლევან მურუსიძე: საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მოვსულვარ

მამუკა ახვლედიანის გადაყენების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდება.  შეხვედრის მიზანია, მოსამართლეებისთვის მიღებული გადაწყვეტილების და არსებული ვითარების გაცნობა.

აღნიშნულ საკითხს ლევან მურუსიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მისულა.

"მე მოსამართლეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ მოვსულვარ. საბჭო უნდა შეხვდეს მოსამართლეებს და დაიგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის საბჭოს სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ მოსამართლეებთან შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებს შორის მოსამართლეთა დაკითხვის ახალი წესი იქნება, ამასთან ერთად საქმეთა განაწილების პროცესზეც იმსჯელებენ.

ცნობისთვის, შეხვედრას საქალაქო სასამართლოს ის მოსამართლეები დაესწრებიან, რომლებსაც ამ დროისთვის სხდომა არა აქვთ ჩანიშნული.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას იუსტიციის საბჭოს წევრებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებული ხელმძღვანელი და მოქმედი მოსამართლე, მამუკა ახვლედიანი არ დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics