2024-09-28 10:21:01, 485 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 73 დრონიდან 69 ჩამოვაგდეთ
28 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 73 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან უკრაინელებმა 69 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონების გარდა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ Іскандер-М-ის ტიპის 2 და Х-59/69-ის 2 რაკეტა გამოიყენა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში საჰაერო ძალები უთითებს, რომ Х-59/69-ის ორივე რაკეტა ჩამოაგდეს.
საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა, უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,