2024-07-10 09:43:52, 798 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - ნატოს სამიტი ალიანსში გაწევრიანების გზაზე უკრაინის კავშირებს გააძლიერებს
ნატოს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი და წარმატებული უკრაინა საუკეთესო პასუხია კრემლის აგრესიაზე, მოკავშირეები კი, გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“,- აღნიშნა ბლინკენმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,