15:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 17:59:00, 744 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საგარეო ფაქტორებმა მოახდინა გავლენა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საგარეო ფაქტორებმა მოახდინა გავლენა და ამის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს.

"მოგეხსენებათ, ნავთობზე ძალიან დიდი ფასების ვარდნა მოხდა. ის სავალუტო დინებები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის, აუცილებელია იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს და მისი სტაბილურობა შედარებით იქნას შენარჩუნებული.

ბევრ ქვეყანში მოხდა ეკონომიკის შემცირება. შესაბამისად, ქართულ პროდუქციაზეც და ექსპორტზეც მოხდა მოთხოვნის შემცირება.

გადმორიცხვები მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში სავალუტო დინებებისათვის. მოგეხსენებათ რუსეთისა და საბერძნეთის ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ალბათ შეუძლებელი იყო, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და არ ასახულიყო საქართველოს სავაჭრო და საგადასახადო ბალანსზე.

აქ სხვადასხვა მიმართულებებია. ანუ იყო ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებდა... მაგალითად ნავთობის ფასის ცვლილება და შემცირება, ერთის მხრივ ძალიან კარგია საქართველოს საგადასახადო და სავაჭრო ბალანსისათვის, რათა უფრო ნაკლები ვალუტა გვჭირდება გადავიხადოთ, მაგრამ დავაკვირდეთ მონეტის მეორე მხარესაც, როდესაც რუსეთში მცირდება ასეთ დონეზე შემოდინებები, ნავთობიდან მიღებული სახსრები , ქართველ მოსახლეობას, რომლებიც იქ არიან დასაქმებული, უკვე აღარ აქვთ იმდენი საშუალება, რომ გადმორიცხონ. ანუ იყო პლიუსები და მინუსები. ნავთობის ფასების შემცირებამ ინფლაციაზე შემამცირებელი გავლენა იქონია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics