2016-02-16 16:27:56, 703 ნახვა
ეკონომიკა
„გვინდა რომ ამ დიალოგში არაცნობადი სახეები იყვნენ ჩართული“ - პრემიერი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და მიკრო მეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ბიზნესაზოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს და შეხვედრები გვექნება უფრო მცირე და მიკრო მეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან. გვინდა რომ დიალოგის ფორმატი მაქსიმალურად გავაფართოვოთ და ამ დიალოგში ჩართული იყვნენ არაცნობადი სახეები. ის ადამიანები, რომლები თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებული. აუცილებალდ, ამ შეხვედრას ასეთი შეხვედრები მოჰყვება იმისათვის, რომ ყველამ იგრძნოს თავი ამ დიალოგის ნაწილად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან