06:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:02:23, 694 ნახვა

ეკონომიკა
საწარმოებს, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია, დავალიანებები ჩამოეწერებათ

ს აწარმოებს, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია, დავალიანებები ჩამოეწერებათ, - აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომელიც მათ 2011 წლამდე დაუფიქსირდათ. ეს არის საწარმოები, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია. ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ ახლა დაიწყონ ფუნქციონირება. ანუ 5 წელია ამ საწარმოებს არ უმუშავიათ, არანაირი ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, შარშანაც ისარგებლა ასე რამდენიმე კომპანიამ, მათ დაიწყეს მუშაობა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, იქმნება რეალური ინვესტირების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics