2016-02-11 09:36:01, 678 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა დღეს საგადასახადო რეფორმის კანონპროექტების პაკეტს განიხილავს
საქართველოს პრემერმინისტრის გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ.
„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, კანონპროექტების პაკეტი, რომელიც იქნება განხილული მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. შემდეგ იქნება გადაგზავნილი პარლამენტში, რათა უკვე საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდეს განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან