06:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 15:46:04, 1426 ნახვა

რეგიონი
ქედაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური ახალ პროგრამას განახორციელებს

ქედაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური ახალ პროგრამას ,,ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის სერვისების თანადაფინანსება" განახორციელებს.

ქედის მერიის ცნობით, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს პერსონალური ასისტენტი და შინ მოვლის სპეციალისტი ცხოვრების გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მიზნით დაეხმარება ისეთ საყოფაცხოვრებო ქმედებაში, როგორიცაა:

ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა; ჩაცმა, კვება, გადაადგილებაში დახმარება; წვრილმან ტექნიკურ საჭიროებებში მხარდაჭერა; საოჯახო საქმეებში დახმარება.

"ამ ეტაპზე პროგრამაში სულ 25 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამა ასოციაცია ,,ანიკა" ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური მიმდინარე წელს  2 145 737 ლარის 21 პროგრამას განახორციელებს", - ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics