2023-01-23 21:30:38, 1508 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის შედეგად 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის, რაულ მახარაძის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა. მან დასძინა, რომ ადგილზე 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა ჯერ ისევ მუშაობს, ხანძრის შედეგად კი ხის ორსართულიანი სახლია დამწვარი.
ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრიც ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.
ინფორმაციის თანახმად, აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,