10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 11:47:46, 1926 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ქედაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილესთან ედუარდ ნაკაშიძესთან ერთად, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული სიახლეები ამჯერად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოხელეებს გააცნო.

,,გეგმის თანახმად, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს ასევე ზრდის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს და იქნება 4 080 000 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი გაიზრდება 40 000 ლარამდე.

პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე მშობლის და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა.

გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა. 120 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის კი გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე“- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics