14:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 19:28:01, 2060 ნახვა

სხვადასხვა
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიან ძემინი გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიან ძემინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩინეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1993 წლიდან 2003 წლამდე იყო. ის მუდმივად ატარებდა დენ სიაოპინგის პოლიტიკას „ჩინური მახასიათებლებით სოციალიზმის“ აგების შესახებ, რაც გულისხმობდა ლიბერალურ რეფორმებს ეკონომიკაში, ხოლო პოლიტიკურ სფეროზე პარტიული კონტროლის შენარჩუნებას.

ძიან ძემინი საზოგადოებაში 2019 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

ჭორები პოლიტიკოსის ავადმყოფობის შესახებ გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ის არ დაესწრო 2021 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, პოლიტიკოსი ლეიკემიით მკურნალობას გადიოდა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური უკმარისობა აღენიშნებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics