09:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 17:01:47, 1637 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმში, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საზღვაო აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დააანონსა. ამჯერად, სტუდენტებისთვის უფასო საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით აშენდება.

„მინდა აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომელსაც უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ, რაც ეხება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.  სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა წარმოადგენს გარგკვეულ პრობლემას, ამიტომ, ჩვენ უკვე დამატებით, საზღვაო აკადემიასთან ერთად ვიზრუნებთ ავაშენოთ ერთიანი საერთო საცხოვრებელი, რაც მისცემს შესაძლებლობას ყველა სტუდენტს უწყვეტად მიიღოს განათლება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ოქტომბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება,  რომელიც საშუალებას მისცემს როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics