2022-11-11 09:16:33, 1502 ნახვა
რეგიონი
სოფელ სასირეთში გამწვანების აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლის მიმდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია - „დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოსწავლეებმა ნარგავებს საკუთარი სახელები დაარქვეს.
როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ბარნაბიშვილმა განაცხადა, გარემოს გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელში ჩართვაც მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
„მიუხედავდ მოსწავლეების ასაკისა, ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ გარემოს დაცვას, ხეების მოვლას, გაფრთხილებას და მათზე ზრუნვას. დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ ეს", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეუერთდა.
მოგვიანებით კი, პირველკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ შემოდგომის ზეიმს დაესწრო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),