14:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:20:14, 403 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბრისას, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა. მათი განცხადებით ეს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ქმედებაა.

თურქეთის ელჩმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics