13:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 15:00:29, 449 ნახვა

პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, კვლავ ხმაურია.

მოსამართლის შესვენებაზე გასვლის დროს ერთამენთს ირაკლი კაკაბაძე და ბრალდებულების ნათესავები დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად ირაკლი კაკაბაძემ ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირების ნათესავებს უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ისინი სასამართლოზე არ უნდა იყვნენ და მათ სხდომაზე დაზარალებული მხარის ნათესავები უნდა შეეშვათ, რასაც ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა და ირაკლი კაკაბაძეს „ნარკომანი“ და „მკვლელი“ უწოდეს.

ცნობისთვის, მოსამართლე ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე   გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. პროკურატურა 11-ივე პირისთვის  პატიმრობას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics